Wednesday, April 4, 2012

პროექტი გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას



ჩვენი მშობლიური ენის შენარჩუნების საკითხები დღეს ყველას ერთნაირად აღელვებს
სპეციალისტებსაც და რიგით ადამიანებსაც.აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის ლექსიკის
გაუმჯობესება,ჩვენი მეგობრების და სანაცნობო წრის მეტყველებიდან ისეთი სიტყვებისა და
გამოთქმების ამოღება,რომელიც ამახინჯებს და აკნინებს ქართულ ენას.

,,ბარბარიზმი'' ენისათვის შეუფერებელი,სხვა ენებიდან საჭიროების გარეშე შემოსული სიტყვები
ან გამოთქმებია.იგი წარმოდგება ლათინური სიტყვიდან ,,ბარბაროს,'' რაც ნიშნავს უცხოს.ენის
სიწმინდის დაცვასთან

დაკავშირებით ვსვამთ კითხვას:რა არის ჩვენი მოსწავლეების და მასწავლებლების მოვალეობა? რა
შეგვიძლია?...

პროექტის განხორციელების მიზნით შედგა მოსწავლეების სამოქმედო ჯგუფი,ჩემი,
ხელმძღვანელობით.

მოსწავლეთა ასაკი 16 დან 17 წლამდე.

პროექტი გაგრძელდა 3 კვირის მანძილზე.

პროექტის ფარგლებში მოვაწყვეთ გასვლითი აქცია საზოგადოებრივი თავშეყრის
ადგილებში,გავაკარით პლაკატები წარწერით,,დავიცვათ ენის სიწმინდე'', ,,გაუფრთხილდი
მშობლიურ ენას'', ,,ქართული ენა ბარბარიზმების გარეშე.

სკოლაში დავდგით საჯარიმო ყულაბა წარწერით,,გაუფრთხილდი მშობლიურ ენას'', ენის
სიწმინდის დამრღვევი დავაჯარიმეთ, შემოწირული თანხით შევიძინეთ და დავამზადეთ
პლაკატები. მოსწავლეებს,რომლებსაც პროექტის განხორციელების მანძილზე არ გამოუყენებიათ
ბარბარიზმებიდავაჯილდოვეთ სიგელებით და მცირედი საჩუქრებით.პროექტის ფარგლებში
მოვაწყვეთ დისკუსია თემაზე:,,ჩვენ შეგვიძლია და გვაქვს უფლება ვიმეტყველოთ წმინდა
ქართულით''.

მოვაწყობთ დედაენის დღისადმი მიძღვნილ საღამოს.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მშობლიური ენის შენარჩუნება ქართული ენის სიწმინდის
დაცვა;მოსახლეობის ლექსიკის გაუმჯობესება და ჩვენს მიერ ჩატარებული აქციით, ჩვენი
მეგობრების და ახლობლების მეტყველებიდან ბარბარიზმების ამოღება.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ქართული ენის
თვითმყოფადობის დაცვას და გაფრთხილებას.

პროექტის ხელმძღვანელი ლელა ქევხიშვილი

,,თუ შენი არ დააფასე, ვერც სხვისას დააფასებო'', ამიტომ ყველა ჭეშმარიტმა ქართველმა
უნდა იზრუნოს ქართული ენის სიწმინდის დაცვაზე.ენის განვითარება პირველ რიგში მის
ლექსიკაში აისახება.საბჭოთა პერიოდში ქართულ ენას ემუქრებოდა სახელმწიფო ენის სტატუსის
ჩამორთმევა ,მაგრამ ქართველმა ერმა ეს არ დაუშვა და დაიცვა იგი.1978 წლის 14 აპრილს მთელი
საქართველო აღდგა ენის დასაცავად.ხოლო ეს დღე გამოცხადდა ქართული ენის დღედ და ამ
დღიდან დაიწყო აქტიური ბრძოლა ბარბარიზმების წინააღმდეგ, რომლებიც საჭიროების გარეშე
შემოვიდა და დამკვიდრდა ჩვენში.

Saturday, March 31, 2012

ჩემი სამშობლო

ერთი  ხელის  დადებაა  ჩემი  საქართველო...  მრისხანე  თემურ  ლენგი, შაჰ–აბასი, ვისი  ფლოქვებით არ  გათელილი, ქართველთა  სისხლით  მორწყული  მიწა–წყალი.